რა არის ვერტიგო – VERTIGO

რა არის ვერტიგო

ვერტიგო – სახელოვნებო ორგანიზაცია განათლების პროფილით

ვერტიგო – სახელოვნებო ორგანიზაცია განათლების პროფილით

2017 წელს, ორგანიზაციამ პირველი პროექტი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სკოლა VERTIGO School განახორციელა.
სწავლების მეთოდოლოგია ინსპირირებულია  „არაფორმალური განათლების მოდელით“ და ვორქშოფების, მასტერკლასების, დისკუსიების, პრაქტიკული სამუშაოების კომბინაციაა. 
სასწავლო პროგრამა  ხანმოკლე და ხანგრძლივი კურსებისგან და მასტერკლასებისგან შედგება. პროგრამა ექსპერიმენტულია და ყოველ სეზონზე იცვლება.

2018 წლიდან, სახელოვნებო ორგანიზაცია VERTIGO ახორციელებს ორმოქმედებიანი პერფორმანსების სერიას – „ტესერაქტი”.
2019 წლიდან, VERTIGO SCHOOL  ქართულ-ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროექტს იწყებს  – „UN-პრეფიქსი“, რომელიც ექსპერიმენტულ კინოსა და კინომუსიკას შეეხება. პროგრამის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.